საქართველოს პირველი ჩემპიონატი დომინოში ინდივიდუალურ და წყვილთა კატეგორიაში
საქართველოს I ეროვნული ჩემპიონატი დომინოში
საქართველოს დომინოს ფედერაცია. WWW.GDF.GE
თბილისი 2026-2027 წელი
საქართველოს I ეროვნული ჩემპიონატი დომინოში, ინდივიდუალური და წყვილთა კატეგორია
დებულება
მიზანი და ამოცანები
- გამარჯვებული ინდივიდის და წყვილის გამოვლენა.
- შეჯიბრებებში ფართო მასების ჩართვა და საქართველოს მოსახლეთა მოტივაცია
- ჩემპიონატის ტრადიციად დამკვიდრება.
- მონაწილეთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
- საქართველოში სამაგიდო ინტელექტუარული სპორტის სახეობა - დომინოს პოპულარიზაცია.
პირველობის ჩატარების ხელმძღვანელობა
ტურნირის ორგანიზატორია, საქართველოს დომინოს ფედერაცია.
პირველობის ჩატარების პირობები, განაცხადი, მონაწილეთა რეგისტრაცია, ჩატარების დრო და ადგილი
- მონაწილე პირი ირჩევს რეგიონის მიხედვით ქალაქს, თბილისის შემთხვევაში რაიონს და დარეგისტრირდება საქართველოს დომინოს ფედერაციის ოფიციალურ საიტზე GDF.GE. რის შემდეგაც მას მიენიჭება რეგისტრაციის ნომერი და მიუვა სმს შეტყობინება. მინიჭებული ნომრით იგი ხდება პირველობის მონაწილე ინდივიდუალურ კატეგორიაში.
- წყვილთა კატეგორიაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში მოთამაშეები დარეგისტრირდებიან ადგილზე იგივე ქალაქში დარეგისტრირებულ მოთამაშესთან ერთად.
- ერთ მოთამაშეს უფლება არა აქვს სხვა რეგიონში ( ქალაქში) მეორედ დარეგისტრირების.
- ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად: შესარჩევი და ფინალური ეტაპი. შესარჩევი ეტაპები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 2027 წლის (მარტი-ივლისი), ჩატარების ზუსტი თარიღი მონაწილეებს ეცნობებათ შეჯიბრების დაწყებამდე 10 დღით ადრე სმს შეტყობინებით. ფინალური ეტაპი ჩატარდება ქ, თბილისში მუშტაიდის პარკში 2027 წლის სექტემბრის თვეში . ფინალური ეტაპის მონაწილეებს პირველობის ადგილი და ზუსტი თარიღი ეცნობებათ დამატებით.
- მონაწილის ასაკი განისაზღვრება 18 წლის ზემოთ საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი მოქალაქე.
ჩატარების სისტემა, პირობები, დაჯილდოვება .
- შესარჩევ ეტაპზე მონაწილე მოთამაშეები და წყვილები დაწყვილდებიან, მინიჭებული ნომრით კენჭისყრის შემდეგ.
- შეჯიბრი ჩატარდება 355 ქულამდე ოლიმპიური სისტემით 2 მოგებამდე. მშრალი ანგარიშის წესი არ მოქმედებს, თითო მოგების შემთხვევაში გამარჯვებული წყვილი გამოვლინდება დამატებითი პარტიის მეშვეობით.
- ნახევარფინალში გამარჯვებული მოთამაშეები და წყვილები ითამაშებენ ფინალს. დამარცხებულ გუნდებს მიენიჭებათ საპატიო მესამე ადგილები და დაჯილდოვდებიან ბრინჯაოს მედლებით.
- ფინალში გამარჯვებული წყვილი და ინდივიდი დაჯილდოვდება თასით და მედლებით, დამარცხებული დაჯილდოვდება მედლებით და ფინალური ეტაპის საგზურით.
- რეგიონებში გამოვლენილი ფინალისტები, 2 მოთამაშე და 2 წყვილი მოიპოვებს ფინალური ეტაპის საგზურს.
მსაჯობა და სადისციპლინო სანქციები
- პირველობას მოემსახურება საქართველოს დომინოს ფედერაციიდან მივლინებული მსაჯები, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ თითოეულ მატჩს.
- სათამაშო მაგიდასთან დაშვებულია მხოლოდ მონაწილეები და მსაჯები. გარეშე პირთა ყოფნა სათამაშო სივრცეში სასტიკად აკრძალულია.
- თამაშები ჩატარდება ფეირ ფლეის ( სამართლიანი თამაშის ) პრინციპით. რომელიც დამყარებულია მოწინააღმდეგის, მსაჯის და დომინოს თამაშის პატივისცემაზე. სათამაშო დისციპლინა მკაცრად უნდა იყოს დაცული მოთამაშეების მიერ.
- სათამაშო დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს გაფრთხილებას, ყვითელ ბარათს. გამეორების შემთხვევაში წითელ ბარათს და მიენიჭება წაგება. შავი ბარათის შემთხვევაში წყვილი მოიხსნება გათამაშებიდან.
ფინალური ეტაპის გათამაშების პირობები
შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები და ფინალისტები იასპარეზებენ სექტემბრის თვეში, თბილისში მუშტაიდის პარკში, ზუსტი თარიღი ეცნობებათ 10-12 დღით ადრე, რის შემდეგ საწევრო გადასახდელი თანხა 100 ლარი წყვილის კაპიტანმა და ფინალურ ეტაპზე გასული ინდივიდუალურ კატეგორიაში მონაწილე მოთამაშემ 50 ლარი უნდა ჩარიცხოს საქართველოს დომინოს ფედერაციის ანგარიშზე გათამაშების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე, რის შემდეგაც წყვილი და ინდივიდი დაიშვება ფინალურ ეტაპზე.
- ფინალურ ეტაპში გადასულებმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან პასპორტი, მონაწილე წყვილს უფლება აქვს თადარიგში ყავდეს საიტზე დარეგისტრირებული ერთი მოთამაშე.
- ფინალური ეტაპის გამაჯვებული წყვილი დაჯილდოვდება თასით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი
- პრიზიორები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი.
- საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 50000 (ორმოცდაათიათას) ლარს.
გისურვებთ წარმატებას !
ფედერაციის წევრები
საქართველოს ფედერაციის წევრები












პროფესიონალური ტურნირები
საქართველოს დომინოს ფედერაცია რეგულარულად ატარებს ეროვნულ და რეგიონულ ტურნირებს.
განვითარებული სათამაშო სისტემა
ფედერაცია უზრუნველყოფს დომინოს თამაშის ორგანიზებულ განვითარებას
მხარდაჭერა
სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვას და თანამედროვე სპორტული სტანდარტების დანერგვას.
ვრცლადსაერთაშორისო აღიარება
საქართველოს დომინოს ფედერაცია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან
საერთაშორისო ცნობადობა
რათა ქართველ მოთამაშეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში.
ვრცლადჩვენს შესახებდომინოს ისტორია
დომინო მეთვრამეტე საუკუნეში იტალიაში დაარქვეს თამაშს, რომელიც ლათინურ ამერიკიდან შემოვიდა, სწრაფად გავრცელდა ევროპაში, მოსახლეობის ფართო მასებში დიდი სიყვარული და პოპულარობა დაიმსახურა. სიტყვა დომინიუს იტალიური ენიდან აღებული სიტყვაა და დომინანტს ანუ ბატონს ნიშნავს. სხვა აზარტული თამაშებისგან განსხვავებით დომინო დაშვებული იყო კათოლიკურ მონასტრებში, სადაც, როგორც წესი, ნებისმიერი აქტივობა იწყებოდა „უფლის ქებით“, Domino Gracies – ამ სიტყვებს წარმოთქვავდა ბატონი, პირველი ქვის დამდები (სტავკა) და იწყებდა თამაშს. საქართველოში დომინოს თამაში მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოვიდა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. 1920-იან წლებში დომინო ასოცირდებოდა სოციალურ შეკრებებთან, სადაც იკრიბებოდნენ ადამიანები სათამაშოდ. არსებობს დომინოს მსოფლოის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშეები. პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჰავანაში 2003 წელს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო პრეზიდენტად იქნა არჩეული. გაიმარჯვა კუბელმა დუეტმა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყნის 168 დუეტი, ანუ 336 სპორტსმენი. მომდევნო ჩემპიონატებში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
საქართველოში დომინოს თამაშის 100 წლიანი გამოცდილება
სტატისტიკა ესე გამოიყურება
თბილისი 2026 წელიქ. თბილისის I ჩემპიონატი დომინოში წყვილთა კატეგორია დებულება მიზანი და ამოცანები
Ø მონაწილე წყვილები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს დომინოს ფედერაციის ოფიციალურ საიტზე GDF.GE. რის შემდეგ მათ მიენიჭებათ რეგისტრაციის ნომერი. მინიჭებული ნომრით წყვილი ხდება პირველობის მონაწილე.
Ø წყვილიდან ერთერთი მოთამაშე ( გუნდის კაპიტანი ) უნდა იყოს აუცილებლად რეგისტრირებული აღნიშნულ უბანში, მეორე მონაწელე თუ არაა ჩაწერილი მოცემულ უბანში და რეგისტრირებულია სხვა რეგიონში მონაწილეობს მხოლოდ მოცემული უბნის პირველობაზე. ერთ მოთამაშეს უფლება არა აქვს მეორედ დარეგისტრირების.
Ø პირველობა ჩატარდება ორ ეტაპად: შესარჩევი და ფინალური ეტაპი. შესარჩევი ეტაპები ჩატარდება თბილისის უბნებში 2026 წლის (ივნისი-სექტემბერი), ჩატარების ზუსტი თარიღი მონაწილეებს ეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ, შეჯიბრების დაწყების წინ 10 დღით ადრე. გამარჯვებული და პრიზიორი წყვილები, ნახევარფინალისტები, მოიპოვებენ ფინალური ეტაპის საგზურს. ფინალური ეტაპი ჩატარდება 2026 წლის (სექტემბერი-ოქტომბერი) მუშტაიდის ბაღში. ფინალური ეტაპის მონაწილეებს ზუსტი თარიღი ეცნობებათ დამატებით.
Ø მონაწილის ასაკი განისაზღვრება 18 წლის ზემოთ თბილისში მაცხოვრებელი ნებისმიერი მოქალაქე.
დომინოს ჩემპიონატის ტურნირები
ფედერაციის მიერ ჩატარებული და დაგეგმილი ტურნირები

ქ. თბილისის პირველი ოფიციალური ღია ჩემპიონატი დომინოში (წყვილთა კატეგორიაში)

დასკვნითი ტურნირი ვაზისუბანი-მე-8 ლეგიონი-მეტრომშენი-ვარკეთილი-ფონიჭალა-დიდუბე

ტურნირი გლდანი-მუხიანი-სანზონა-დიღომი-საბურთალო

ტურნირი მთაწმინდა-ვერა-ვაკე-სოლოლაკი



